"ეს ფოტო გადაღებულია დღეს... ხალხი მასობრივად გადადის თურქეთში, რომ..." - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირესა და საქართველოს მოქალაქეების თურქეთში გადინებაზე სოციალურ ქსელში წერს.
"ეს ფოტო გადაღებულია დღეს, თურქეთის საზღვართან სარფში!ხალხი მასობრივად გადადის თურქეთში რომ შედარებით იაფად მაინც იყიდოს პროდუქტი და წამალი, სავალალო რეალობაში ვცხოვრობთ!
- ხელოსუფლება ჯიუტად გვიმტკიცებს რომ ჩვენთან ეკონომიკა ყვავის თუმცა ფასები არ იაფდება! ხალხს უჭირს! ვისთვის აყვავდა ეკონომიკა? ვისთვისაა ეკონომიკური ზრდა შესამჩნევი! ალბათ ხელისუფლებისთვის და მათი შინაურებისთვის! აბა ხალხს არაფერი ეტყობა! ეს რა სპორტია? ასეთი ეკონომიკური აყვავება მო@@@ მე!", - წერს სადღობელავილი.