თეგებით ძიება

"ბავშვებს რომ სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას, ეს არ მოხდებოდა" - ანა არგანაშვილი

23 ნოემბერს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდმა იმშობიარა, მას გოგონა შეეძინა. ამ ფაქტს, სოციალურ ქსელში უფლებადამცველი, ანა არგანაშვილი ეხმაურება.

"12 წლის და 16 წლის ბავშვებს რომ
სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და როგორ ხდება ორსულობისგან თავდაცვა - ეს შემთხვევა არ მოხდებოდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ იქ სადაც ბავშვებს აქვთ სრულფასოვანი სქესობრივი და რეპროდუქციული განათლება, უფრო გვიან იწყებენ სქესობრივ აქტივობას.

იქნებ სიუჟეტებში ეს სტატისტიკაც მოიყვანოთ და წყაროს მოგაწვდით", - წერს უფლებადამცველი.


შეგახსენებთ, არასრულწლოვანი 11 წლის, მეექვსე კლასში იყო როდესაც დაორსულდა. ბავშვის მამა 16 წლისაა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა