TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ქალი, რომელიც ძაღლმა დაკბინა, კლინიკაში გარდაიცვალა
  • ქალი, რომელიც ძაღლმა დაკბინა, კლინიკაში გარდაიცვალა

    ქუთაისში, 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა.

    "პაციენტს ცოფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა", - განაცხადა ექიმმა.

    ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.
    მასალის გამოყენების პირობები
    322 ნახვა

    საზოგადოება