TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
დღემდე გყვავს საბჭოთა მემკვიდრეობის ცრუ პატრიარქი - მეუფე პეტრე
  • დღემდე გყვავს საბჭოთა მემკვიდრეობის ცრუ პატრიარქი - მეუფე პეტრე

    ჩვენ დღემდე გვყავს საბჭოთა მემკვიდრეობის ცრუ პატრიარქი, - ასე ეხმაურება ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე საქართველოს პატრიარქ ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქისადმი მიძღვნილ მისალოც წერილს.


    ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მოითხოვს, რომ სინოდი დაუყოვნებლივ შეიკრიბოს და რუსეთის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტაზე იმსჯელოს.

    "ეკლესიაში კიდევ ერთხელ შემოვკრათ განგაშის ზარი, ვინაიდან პატრიარქის ამ კონკრეტულმა პოზიციამ და ამ სვლამ კიდევ ერთი ლუსტრაცია მოახდინა იმისა, რომ ჩვენ დღემდე გვყავს საბჭოთა მემკვიდრეობის ცრუ პატრიარქი.

    არ არსებობს მეტი სერიოზული მიზეზი. ე.ი. მოსკოვის პატრიარქის მოწოდება და მისი საერთოდ როგორც იდეოლოგის როლი ამ ომში. როდესაც მოსკოვის საპატრიარქო ამართლებს ამ უსამართლო ძალმომრეობას, ეს არის აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი, რომ სინოდმა საკითხი განიხილოს.

    სინოდი შეიკრიბოს თეოლოგებთან ერთად, იყოს ეს გამჭვირვალე სხდომა და განვიხილოთ, თუ ვისთან გვაქვს საქმე და აუცილებლად დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ეკლესიისთვის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შესახებ, თუ არ შეინანებს მოსკოვის საპატრიარქო და ამ ომის და ზოგადად მიმდინარე მოვლენების მიმართ არ შეცვლის თავის სტატისტიკას. ანტიქრისტიანულს თუ არ შეცვლის ქრისტიანულად“, - ამბობს მეუფე პეტრე.

    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარი ილია მეორე, რუსეთის პატრიარქი კირილს დაბადების დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დევს.

    წყარო: tvpirveli.ge
    მასალის გამოყენების პირობები
    589 ნახვა

    საზოგადოება