TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ძლიერი წვიმა, ქარი  და თოვლი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
  • ძლიერი წვიმა, ქარი და თოვლი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.

    სინოპტიკოსთა ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
    მასალის გამოყენების პირობები
    506 ნახვა

    საზოგადოება