TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ქმრის მიერ სანადირო თოფით მოკლული ქალის უკანასკნელი ვიდეო
  • ქმრის მიერ სანადირო თოფით მოკლული ქალის უკანასკნელი ვიდეო

    ორთვენახევრიანი კომის შემდეგ, კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი, გარდაიცვალა.

    შემთხვევა 4 სექტემბერს მოხდა, 27 წლის მარიამ აბაზაძე წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    დაჭრილს, თავდაპირველად, წნორის კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ ის თბილისში გადაიყვანა.

    ცოლის დაჭრისათვის, სამართალდამცავებმა დაჭრილის ქმარი, 27 წლის შმაგი ხუნაშვილი დააკავეს.

    დაჭრის რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.


    მასალის გამოყენების პირობები
    2 133 ნახვა

    სამართალი