TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
აფხაზეთში, ქართული მინერალური წყლის „კონტრაბანდა“ აღმოაჩინეს
  • აფხაზეთში, ქართული მინერალური წყლის „კონტრაბანდა“ აღმოაჩინეს

    ოკუპირებული აფხაზეთში, გალში ქართული მინერალური წყლის კონტრაბანდა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის მედია ავრცეებს.

    მედიის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალის მიხედვით, საუბარია კომპანია "ნაბეღლავის" მინერალურ წყალზე.

    "ქალაქ გალში, დაათვალიერეს ეზოში მდებარე კომუნალური არასაცხოვრებელი ფართი, სადაც აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმოშობის მინერალური წყალი - 192 ბოთლი" - წერს გამოცემა.
    მასალის გამოყენების პირობები
    79 ნახვა

    სამართალი