TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ხერსონის რეგიონში წამების 9 კამერა აღმოაჩინეს - ახალი ტრაგიკული ცნობები უკრაინიდან
  • ხერსონის რეგიონში წამების 9 კამერა აღმოაჩინეს - ახალი ტრაგიკული ცნობები უკრაინიდან

    უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება, რომ უკრაინელმა გამომძიებლებმა ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების ფართომასშტაბიანი დანაშაულის კვალი აღმოაჩინეს.

    „გენერალური პროკურატურის ცნობით, ხერსონის რეგიონის განთავისუფლებულ ტერიტორიაზე წამების 9 ობიექტის არსებობა დადასტურდა. ასევე ნაპოვნია 432 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომლებიც წამების კამერებში მოკლეს", - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.

    ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
    მასალის გამოყენების პირობები
    52 ნახვა