თეგებით ძიება
25. 11. 2022 მსოფლიო

ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიების გასხვისების თემის განხილვა - რას ამბობს დმიტრი პესკოვი?

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინას არ დაუტოვებია თავისი პოზიცია, რომ ყირიმი ძალით უნდა დაიბრუნოს.

"თქვენ იცით და პრეზიდენტმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა სპეცოპერაციის დაწყებამდე. უკრაინის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ყირიმი უკრაინას ძალით უნდა დაუბრუნდეს. და დე ფაქტო უკრაინას ამაზე უარი არ უთქვამს, ჩვენთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიების გასხვისების თემის განხილვა, აქ სხვა გაგება არ შეიძლება, ამაზე საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა თავის მზადყოფნაზე, გადაწყვიტოს ყირიმის ბედი არასამხედრო გზით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა