თეგებით ძიება
27. 11. 2022 News-ები

მონასტერში საერთოდ არ ვყოფილვართო - რას ამბობენ მონაზონზე თავდასხმაში ბრალდებულები?

70 წლის მონაზონზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატმა, გიგა ჯეირანაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულები სასამართლოზე დუმილის უფლებას გამოიყენებენ.

"ამბობენ, მონასტერში საერთოდ არ ვყოფილვართო", - თქვა გიგა ჯეირანაშვილმა.

ცნობისთვის, ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში თავდასხმა 25 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა. ორმა მამაკაცმა ხანდაზმულ მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა მონასტერიც გაძარცვეს. სასულიერო პირი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა