თეგებით ძიება

„ყველაზე უმორალო მდიდარი ხალხია...“ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გაჭირვებული ადამიანების საარჩევნოდ მოსყიდვის თაობაზე გავრცელებული ხმები, უმსგავსობა და უსამართლობაა.

„რა მაგის პასუხია და გაჭირვებული ადამიანების მიმართ აგრესია "კარტოფილზე იყიდებიააან!" არის უმსგავსობა და უსამართლობა, თუნდაც იმიტომ, რომ თუ ეგრე მშია, რომ ერთი ტომარა კარტოფილი ჩემს შვილს ერთი ზამთარი იხსნის შიმშილობისგან, ბოდიში არავისთან მქონია მოსახდელი. მითუმეტეს იმ ორი პარტიის წინაშე, წლები რომ ქვეყანას მართავდნენ. ყველაზე უმორალო მდიდარი ხალხია, რომელიც შვილის ფიზიკური გადარჩენისთვის კი არა, გაუმაძღრობის გამო და სრული ძალაუფლებისთვის ხვრეპს ყველას სისხლს და ნაჭრებად იყოფს ქვეყანას, ან ყიდის ქვეყანას, ხშირად მტერზე. გაჭირვებული ყოველთვის ის ქვეყანაა, სადაც სწორედ რომ მდიდარ ხალხს არ გააჩნია მორალი. "სიღარიბეს მორალი არა აქვს" არის დიდი ტყუილი. გაღატაკებულთა მიმხრობა, შანტაჟი და მათით მანიპულაცია კი არავის ესწავლება ერთმანეთისგან ამ ორ ძალას შორის. მეორე საკითხი ისაა, რომ შეგნების ამაღლება არავის გვაწყენს - როცა რუსებზე დღეს საკუთრებას ყიდი, შენც გამყიდველთა წრეში ხარ ჩაბმული და კარგავ მორალურ უფლებას, "მთავრობამ" გაგვყიდაო იძახო. ტონიან ტვირთს ერთბაშად გადაზიდავ თუ ნაჭერ-ნაჭერ გადაიტან მტრის მხარეს, შედეგი ერთია“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

რა მაგის პასუხია და გაჭირვებული ადამიანების მიმართ აგრესია "კარტოფილზე იყიდებიააან!" არის უმსგავსობა და უსამართლობა, ...Posted by Natia Panjikidze on Sunday, 27 November 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა