თეგებით ძიება

"ახლა გამომიგზავნეს ეს ფოტოები გერმანიიდან...გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ..." - რა ფოტოებს ავრცელებს გიორგი სუხიტაშვილი?

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში შშმ პირისა და ძაღლის გადაადგილების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს ლაბრადორის ჯიშის ძაღლები არ შეიძულონ.

"ახლა გამომიგზავნეს ეს ფოტოები გერმანიიდან.
აი ეს გოგონა არის უსინათლო ან მცირე მხედველი, მას აცვია შუქამრეკლი ქურთუკი რათა ყველასთვის შესამჩნევი იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ შემთხვევით სავალ ნაწილზე აღმოჩნდება.

აქ უმთავრესია მისი თანმხლები ლაბრადორი რომელიც მას გადაადგილებასა და სწორ მარშრუტში ეხმარება, ძაღლი აღჭურვილია ციმციმა სანათით და მყარი ხელის მოსაკიდით საგულისხმოა რომ მას არ აქვს ალიკაპი.

ძალიან მინდა ასეთი რამეები დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში. შ.შ.მ პირებს საჭიროების მიხედვით ჰქონდეთ ყველა სიკეთის მიღება.
გთხოვთ ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ ლაბრადორებს (არა მხოლოდ მათ კიდევ ბევრი სხვა ჯიშია უწყინარი და უსაფრთხო) მხოლოდ იმიტომ რომ ისინი დიდები არიან. ეს ჯიში მხოლოდ სიკეთისთვის და სარგებლისთვის არის შექმნილი.

მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე.
ყველა ძაღლი პიტბული არ არის!
ყველა ძაღლი პიტბული არ არის", - წერს მომღერალი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა