თეგებით ძიება
28. 11. 2022 News-ები

თუ გსურთ, სამყარო უკეთესი გახადოთ, ჯერ საკუთარი თავი შეცვალეთ" - მაიკლ ჯექსონის ინსპირაციული ციტატები

მაიკლ ჯექსონი - ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და ქველმოქმედი. ასევე ცნობილია, როგორც MJ, ოპის მეფე". ყველაზე ცნობილი ფიგურა 80-90-იანი
წლების მუსიკალურ სცენაზე. მისმა ნამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მრავალ შემსრულებელზე. მაიკლ ჯექსონი ასევე
ცნობილია მის მიერვე შექმნილ საცეკვაო მოძრაობა Moonwalk-ით.

მაიკლ ჯექსონი ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში იყო. 5 წლის ასაკში, მაიკლი უკვე იყო ვარსკვლავი - მისი ოჯახური ჯგუფის, Jackson 5-ის, წამყვანი
მომღერალი. 1971 წელს ის ძმებს გამოეყო და სოლო კარიერა დაიწყო, მოგვიანებით კი პოპ-მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული
შემსრულებელი გახდა.

გარდაცვალების შემდეგ, MJ კვლავ ინარჩუნებს „პოპის მეფის“ ტიტულს. როდესაც ვინმეს შენი გულის ნაწილს ჩუქნი უფრო ღირებულია, ვიდრე
ყოველგვარი სიმდიდრე მსოფლიოში.

ვარსკვლავი არასოდეს მოკვდება. ის უბრალოდ ღიმილად იქცევა და ისევ იფრქვევა კოსმიურ მუსიკად, ცხოვრებისეულ ცეკვად.

იმედი როგორი ლამაზი სიტყვაა, მაგრამ ხშირად ძალიან მყიფე ჩანს. სიცოცხლე კვლავ უაზროდ იტანჯება და ნადგურდება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი განათლება ოსტატების მუშაობის ყურებაა.

ბავშვები თავიანთ ღიმილში გამოხატავენ ღვთაებრივობას. ეს უბრალო სიკეთე პირდაპირ მათი გულებიდან ანათებს და მხოლოდ სიყვარულს ითხოვს.

გაჰყევით თქვენს ოცნებებს, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ისეთი, როგორიც გსურთ, რომ იყოთ.

სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შემოქმედის ცეკვაა. მოცეკვავეები მოდიან და მიდიან თვალის დახამხამებაში, მაგრამ ცეკვა გრძელდება.

სიძულვილით სავსე სამყაროში ჩვენ მაინც უნდა გავბედოთ იმედის ქონა. ბრაზით სავსე სამყაროში მაინც უნდა გავბედოთ ნუგეშისცემა. სასოწარკვეთილებით სავსე სამყაროში გავბედოთ ოცნება და უნდობლობით სავსე სამყაროში - მინდობა.

თუ გსურთ, სამყარო უკეთესი გახადოთ, ჯერ საკუთარი თავი შეცვალეთ. ამბობენ, რომ აღზრდა ცეკვას ჰგავს - მშობელი დგამს ერთ ნაბიჯს, შვილი კი -
მეორეს.

https://www.goalcast.com/top-20-inspiring-michael-jackson-quotes/?fbclid=IwAR0X-L6mb9HY9XKliersz9juuGJjGPV442OIszdzlE-6NrNh4MdMEkNjVHI


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა