თეგებით ძიება

შალვა პაპუაშვილი ფურცლის ეკონომიას აკეთებს - პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ფურცლის ეკონომიას აკეთებს.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიაში "ქართული ოცნება" პროექტს იმიტომ არ აგზავნის, რომ დოკუმენტი არ ასახავს იმას, რასაც ევროკომისია ქვეყნისგან ითხოვს.

„მიუხედავად ევროპელი პარტნიორების მოწოდებისა, ევროკომისრის განცხადებისა, რომელმაც გვითხრა - გააგზავნეთ ვენეციის კომისიაში, "ქართული ოცნება" ცდილობს ეს კანონი რაც შეიძლება მალე მიიღოს. მათ არ სურთ ვენეციის კომისიაში გაგზავნა და ყველაფერს იგონებენ ამისთვის, რომ არ გაგზავნონ. მგონი, შალვა პაპუაშვილი აკეთებს ფურცლის ეკონომიას, სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გაგზავნოს და რატომ უნდა მიებას უკრაინულ თემატიკას, რომელიც ომის მდგომარეობაშია. პირველ კურსზე ასწავლიან, რომ ადგილობრივი ნიშან თვისებების გათვალისწინების გარეშე კანონის კოპირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგს იძლევა,"- განაცხადა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა