თეგებით ძიება

"ვერც კი ვიჯერებ, რომ ასეთი რამე იკადრეს....არც კი წარმოგიდგენიათ რა გელით" - მოქალაქე, რომლის საუბარი გაასაჯაროვებს, "იმედს" სასამართლოში უჩივის

ტელეკომპანია "იმედს" უჩივიან. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ბოლქვაძე ავრცელებს. მიზეზი ტელეკომპანიის მიერ უნებართვოდ გასაჯაროებული საუბრებია.

"გადაცემა "იმედის დღემ" ჩაიწერა და გაასაჯაროვა საუბარი, რომელიც პრივატული მეგონა, არანაირი გაფრთხილება იმის, რომ საუბარი იწერება, არ ყოფილა, არც ის რომ საჯაროდ გამოაქვეყნებდნენ. "იმედის" ტელევიზია რომ ფსკერია, დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ვერც კი ვიჯერებ, რომ ასეთი რამე იკადრეს. სარჩელი მომზადდება უახლოეს დროს, არც კი წარმოგიდგენიათ რა გელით", - წერს ბოლქვაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი დაუკავშირდა სოციალურ ქსელში კომენტარების ავტორებს, ჩანაწერები კი მოგვიანებით გაასაჯაროვეს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა