თეგებით ძიება

„ტელეფონის ნომერსაც ვიგებთ, მისამართსაც, მანქანის ნომერსაც...“ - ნოდარ მელაძე

ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე „იმედის“ ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის დღევანდელი სიუჟეტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს, რომ ჟურნალისტისთვის ტელეფონის ნომრების გაგება ჩვეულებრივი ამბავია.

„მარიკას სიუჟეტი მოგწონთ თუ არა, ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ ტელეფონის ნომრები საიდან გაიგო ჟურნალისტმა, სუსი დაეხმარა ან შსს – ეს არის შეთქმულების თეორიები.

ჟურნალისტური საქმიანობის დროს, ტელეფონის ნომერსაც ვიგებთ, მისამართსაც, მანქანის ნომერსაც, იურიდიულ საცხოვრებელ მისამართსაც და ფაქტობრივსაც. პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არაფერი ესაქმება ამ საქმეში”, - წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, „იმედის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მისი სიუჟეტის ქვეშ გაკეთებული უარყოფითი კომენტარის ავტორებს გადაურეკა და მათ განმარტება მოსთხოვა. აღნიშნულ სიუჟეტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

მარიკას სიუჟეტი მოგწონთ თუ არა, ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ ტელეფონის ნომრები საიდან გაიგო ჟურნალისტმა, სუსი დაეხმარა...Posted by Nodar Meladze on Monday, 28 November 2022




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა