თეგებით ძიება

„მარიკა ბაკურაძე ჩემი მეგობარი და ბავშვების დედაა, სულ რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, მე მას მხარში დავუდგები...“ - ვახო სანაია

„იმედის“ ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის სიუჟეტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში, მისი ყოფილი მეუღლე, ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება.


„მარიკა ბაკურაძე ჩემი მეგობარი და ბავშვების დედაა, სულ რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, მე მას მხარში დავუდგები მთელი ცხოვრება.

ეს რაც შეეხება ჩემს პერსონალურ ნაწილს, რის გამოც (გარდა საქმიანი ნაწილისა) ამ საკითხს ამ ფორმით გამოვეხმაურე.

ჩვენს სამსახურებზე მე და მარიკას სასიამოვნო საუბრები დიდი ხანია, არ გამოგვდის. რადიკალურად განსხვავებულ სივრცეებში ვართ.

ამიტომ რაღაც ეტაპზე ამ თემებზე საუბრები საერთოდ შევწყვიტეთ.

მაგრამ დღეს ეს სიუჟეტი რომ ვნახე, ცხადია, შევწუხდი. ვისაუბრეთ. იცის ჩემი აზრი ამ სიუჟეტზე. მე კი ზუსტად ვიცი ის, რომ ჩანაფიქრი იყო სხვა და გამოვიდა სულ სხვა. შეთქმულებები არაა საჭირო. სიმართლე ესაა – იდეაც მისი იყო და პასუხისმგებლობაც მისია.

მარიკა არაა პოლიტიკის ჟურნალისტი, მთელი ცხოვრებაა კულტურის სფეროს აშუქებს. სოციალურ ქსელში ბულინგის თემასაც სულ უკირკიტებს და აწუხებს. სხვანაირად უყურებს ამ საკითხს – თუ სოციალურ ქსელში ილანძღებიან, პირადად ხომ ასე არ იქცევიან. რატომ ცვლის ქცევას სოციალური ქსელები ? მოკლედ, ამ თავის განხილვებშია.

მე სხვანაირად ვუყურებ – ეს უდიდესი მონაპოვარია, რომ ადამიანებს საჯარო პირების ლანძღვის უფლება ჰქონდეთ. რადგან ზუსტად ესაა გამოხატვის თავისუფლება.

მარიკა თავისი მოსაზრებების მიხედვით აკეთებდა ამ სიუჟეტსაც. სამწუხაროდ, გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.

მიკერძოებული ვარ ? დიახ, რა თქმა უნდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღრმად მიკერძოებული ვარ. იმიტომ, რომ საქმე ჩემს მეგობარს ეხება.

რაც შეეხება მიუკერძოებლად ჩემს მოსაზრებას – პირადადაც იცის. ამიტომ აქაც ვიტყვი – სახიფათო მასალა გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრი სხვა ჰქონდა. მეტად აღარ განვავრცობ.

PS

ახლა ერთი შემაშფოთებელი ტენდენციის შესახებ

ტელეფონის ნომრები საიდან მოიპოვაო, ეგ სრული იდიოტობაა და ვისაც მაგ საქმეში სახელმწიფოს შემოყვანა კაი ამბავი გგონიათ, ბოდიში, მაგრამ ვერ აცნობიერებთ, რას ამბობთ.

ტელეფონის ნომრები მოიპოვა ფეისბუქის საშუალებით. გადადით ექაუნთიდან ექაუნთზე, აღმოაჩენთ საერთო ფრენდებს, დაეკონტაქტებით და მოიპოვებთ ნომრებს. ასე იქცევა ყველა ჟურნალისტი ყოველდღიურად. ასე მოიქცა მარიკაც. რამე ახალი არ გამოუგონებია.

თუ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას ჩავრთავთ საქმეში, ხვალ მოგვდგებიან და დაიწყებენ გამოკვლევას, ჟურნალისტებმა რესპონდენტების ტელეფონის ნომრები საიდან მოვიპოვეთ. ვინ ჰკითხავს სახელმწიფოს, მე სად ვიპოვე და ვის გამოვართვი ნომერი – ამაზე ცალკე სტატუსს დავწერ.

ასეთია ჩემი უაღრესად მიკერძოებული სტატუსი,” – წერს ვახო სანაია.

ცნობისთვის, „იმედის“ ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ მისი სიუჟეტის ქვეშ გაკეთებული უარყოფითი კომენტარის ავტორებს გადაურეკა და მათ განმარტება მოსთხოვა. აღნიშნულ სიუჟეტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

მარიკა ბაკურაძე ჩემი მეგობარი და ბავშვების დედაა.

სულ რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, მე მას მხარში დავუდგები მთელი ცხოვრება....Posted by Vakho Sanaia on Monday, 28 November 2022



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა