თეგებით ძიება

სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივა - ირაკლი კობახიძე

სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობს, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ და ზუსტად იგივე მიზნით სურთ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს და ამის მიხედვით უნდა გააკეთოს დასკვნები.

ზურაბიშვილი თუ არჩევანს სიმშვიდესა და არეულობას შორის, არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. მე იმედი მაქვს, რომ ამას პრეზიდენტი არ გააკეთებს,“ - აცხადებს კობახიძე.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა