თეგებით ძიება

არ მინდა, მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ - იაგო ხვიჩია

"გირჩის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ საქართაველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა ქვეყანას აზიანებს.

ხვიჩია აცხადებს, რომ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში შეაფასებს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმებს მეტი ეცოდინებათ.

"მე ვინაიდან არც დასკვნის შინაარსი ვიცი, არც ის, რაც მასში წერია, ცოტა სკეპტიკური ვარ, როცა მეუბნებიან, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი რაღაცები არსებობს და ადამიანი ცოცხალია ამ დროს. თუმცა, მე პირადადაც ვნახე რამდენიმე თვის წინ სააკაშვილი და არ მგონია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელოა მართლა. ზოგადად, ამიტომაც მოვუწოდებდით პოლიტიკურ ძალებს, რომ მაგიდაზე დადებულიყო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი 12 პუნქტის შესრულების სანაცვლოდ. მე არ ვარ ექიმი და ჯანდაცვის არგუმენტს ვერ დავემყარები მსჯელობისას, მე პოლიტიკურად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა პოლიტიკურად გვაზიანებს 12 პუნქტის შესრულების საკითხში. მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყნის მომავალი არ გადავაყოლოთ, მის ჯანმრთელობაზე ექიმებს მეტი ეცოდინებათ ვიდრე მე”, - განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა