თეგებით ძიება

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მის შვილთან დაკავშირებით იურიდიული კომპანია დაიქირავა.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია დავიქირავე. იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ის დიაგნოზები, რომლებიც ისედაც გვქონდა ჩვენი სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა