თეგებით ძიება
01. 12. 2022 მსოფლიო

"ხალხის გულში ბორში რუსული წვნიანია და არა უკრაინული" - რას წერს თინა კანდელაკი ?

ქართული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი იუნესკოს მიერ ბორშის უკრაინულ კერძად ოფიციალურად აღიარებას ეხმაურება.

"ფრანგული ბაგეტი - იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში ვერ მოხვდა.
მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს ბორში კი შეიტანეს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში. ამას როგორც დღის წესრიგი მოითხოვს, შეიტანეს როგორც უკრაინული კერძი.

გულს ვერ უბრძანებ, ხალხის გულში ბორში რუსული წვნიანია ჭარხლით. ასე უწოდა მას მსახიობმა მილა კუნისმა, რომელმაც მეუღლესთან ეშტონ კატჩერთან ერთად 3 მილიონი დოლარი შესწირა უკრაინელ ლტოლვილებს.

ამის მიუხედავად, რუსული წვნიანით ვიდეოს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ, კუნისმა არამხოლოდ ბორშს, არამედ „ვარენიკსაც“ და პელმენსაც რუსული უწოდა“, - წერს კანდელაკი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა