თეგებით ძიება
01. 12. 2022 მსოფლიო

აუცილებელია უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით დასრულება - სი ძინპინი

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ევროსაბჭოს ხელმძღვანელთან, შარლ მიშელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დასრულება.

"უკრაინაში ომის მოლაპარაკების და პოლიტიკური გზით გადაჭრა შეესაბამება ევროპის ინტერესებს და ყველა ევრაზიული ქვეყნის საერთო ინტერესებს“, - განაცხადა სი ძინპინმა

მისი თქმით, აუცილებელია კრიზისის ესკალაციისა და გაფართოების თავიდან აცილება.

მიშელმა, თავის მხრივ, განუცხადა სი ძინპინს, რომ ევროკავშირი მოელის, რომ ჩინეთი წვლილს შეიტანს რუსეთის მიერ განხორციელებული სასტიკი ნგრევისა და ოკუპაციის დასრულებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა