თეგებით ძიება
01. 12. 2022 მსოფლიო

საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომალიანსისთვის საქართველო და შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია და მისი თქმით, ალიანსი აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობა.

„პირველ რიგში, საქართველო ნატოს ფასეული პარტნიორია. ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობას ვაძლიერებთ და ივნისში, მადრიდში გამართული სამიტის დროს ამის შესახებ მკაფიო გზავნილი გავაკეთეთ, ამის შესახებ ვისაუბრეთ ბუქარესტშიც, მინისტერიალზე, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა. ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. ჩვენ გავაძლიერეთ პოლიტიკური თანამშრომლობა და პრაქტიკული მხარდაჭერა. ეს ყველაფერი იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. ნატომ შუა ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა პირველ რიგში იმიტომ, რომ რეგიონში მდებარეობს ალიანსის 3 წევრი სახელმწიფო, და ასევე იმიტომ, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის მჭიდრო პარტნიორები არიან. საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას მომავალშიც განვაგრძობთ, რადგან ვაცნობიერებ თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა