თეგებით ძიება
01. 12. 2022 სპორტი

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს „ნაპოლის“ ექიმი?

"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩ კვარაცხელია იტალიაში გუშინ გაემგზავრა და როგორც ადგილობრივი მედიიდან ირკვევა, ვარჯიშიც განაახლა.

ქართველი ფეხბურთელი ახლა „ნაპოლისთან“ ერთად თურქეთში იმყოფება და ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება.

კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა, რაფაელე კანოჩიომ Corriere dello Sport-თან ისაუბრა.

„კვარა გუნდში უკვე დაბრუნდა და ის სრული დატვირთვისთვის მზადაა. ზურგის ტკივილმა გადაუარა. ოსიმენიც გამოჯანმრთელდა წელის არეში მიღებული დაზიანებისგან. რაც შეეხება რაჰმანის, მასთან მუშაობას ვაგრძელებთ და სწრაფად ვპროგრესირებთ. ვგეგმავთ, რომ ის 4 იანვარს „ინტერთან“ მატჩისთვის დაბრუნდეს.“- განაცხადა რაფაელე კანოჩიომ.

ცნობისთვის, ხვიჩამ დაიზიანება "ლივერპულთან" მატჩში მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა