თეგებით ძიება
01. 12. 2022 სპორტი

თემურ სამხარაძე ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

ქართველი სპორტსმენი, თემურ სამხარაძე კლასიკურ სამჭიდში ევროპის ჩემპიონია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თემურ სამხარაძემ პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ზემძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა.

თემურ სამხარაძე მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ის არის პირველი სპორტსმენი, რომელმაც ახალგაზრდულ ასაკში უფროსებს შორის დამყარებული რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა