თეგებით ძიება
02. 12. 2022 News-ები

როგორ ავიმაღლოთ თვითსეფასება? - რჩევები

გთავაზობთ გამონათქვამებს, რომლებიც დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში. რა თქმა უნდა, ისინი მხოლოდ სიტყვებია, თუმცა ერთმა პატარა დადებითმა აზრმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დღე.

თუ დღეს კომფორტულად გრძნობ თავს და კმაყოფილი ხარ გუშინდელი მდგომარეობით, უკვე პრობლემა გაქვს. წარმატება ყოველდღიური მოვლენაა. შენ უნდა გადაწყვიტო და მართო ეს მოვლენა. დღეს უნდა იმოქმედო ხვალინდელი წარმატებისთვის.

მუდმივად წინ იარე და ისწავლე სიტუაციის მართვა. ბევრ ადამიანს ეშინია ცხოვრების არენაზე თამაშის, ამიტომაც ისინი მაყურებლების როლში გვევლინებიან. დაცემა გასწავლის ბრძოლას - შედეგი გასაოცარია. რაც უფრო მეტს აკეთებ, მით უფრო აცნობიერებ შენს შესაძლებლობებს; იწყებ უნარების გაუმჯობესებასა და პოტენიალის გაფართოებას - ცხოვრებას უფრო „ღრმად“ ხედავ.

ცხოვრება სავსეა დამარცხებით, გარიყულობით ან იმედგაცრუებით გამოწვეული ტკივილით. ჯერ კიდევ ეძებ გადამრჩენელს, თუმცა შენ თვითონ ხარ საკუთარი თავისთვის სუპერგმირი. რაც უფრო რთულია ბრძოლა, მით უფრო სასიამოვნოა გამარჯვების შეგრძნება.

გჯეროდეს საკუთარი თავის. რწმენა განაპირობებს შედეგებს. იმუშავე შენს სისუსტეებზე, სანამ მათ შენს ძლიერ მხარეებად არ აქცევ, შენს პრობლემებს კი - ახალ
ძალად. „მგონი, კარგი ვარ“, შეცვალე ფრაზით - „საუკეთესო ვარ.“

https://www.youtube.com/watch?v=WE50ZSVQeDs


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა