თეგებით ძიება
03. 12. 2022 News-ები

შენს ცხოვრებას არა სიტყვებით, არამედ - მოქმედებებით წერ

ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც თქვენი სწორი აზრების სიძლიერეს ადასტურებს:

პირველ რიგში, გახსოვდეს - ვარსკვლავებისკენ უნდა იყურებოდე და არა ქვევით - მიწისკენ. მეორე, არასოდეს თქვა უარი სამუშაოზე. მუშაობა გაძლევს აზრსა და მიზანს;

ცხოვრება ცარიელია მის გარეშე. მესამე, თუ გაგიმართლა და სიყვარული იპოვე, თვალისჩინივით გაუფრთხილდი მას - სტეფენ ჰოუქინგი

თუ ჭუჭყიანი საწერი მაგიდა ქაოტური გონების ნიშანია, მაშინ ცარიელი მაგიდა რაზე მიუთითებს? - ლოურენს პიტერი

შენს ცხოვრებას არა სიტყვებით, არამედ - მოქმედებებით წერ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რასაც აკეთებ - პატრიკ ნესი

უბრალოება, მოთმინება, თანაგრძნობა - ეს სამი თვისება თქვენი უდიდესი საგანძურია - ლაო ძი

ნორმიდან გადახრის გარეშე პროგრესის მიღწევა შეუძლებელია - ფრენკ ზაპა

ენდე საკუთარ თავს. შენ იმაზე მეტი იცი, ვიდრე გგონია - ბენჯამინ სპოკი

სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, მაგრამ ბრძენმა იცის, რომ სულელია - უილიამ შექსპირი

საკუთარი თავის შეცნობა ყოველგვარი სიბრძნის დასაწყისია - არისტოტელე

არასოდეს დასცინოთ „ცოცხალ დრაკონებს“ - ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

ადამიანის ხასიათის საუკეთესო განმსაზღვრელი ნიშანია, თუ როგორ ექცევა ის ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ რაიმე სიკეთის გაკეთება, და როგორ ექცევა ის ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ წინააღმდეგობის გაწევის უნარი - აბიგაილ ვან ბურენი

ბრძენს სამი რამის ეშინია: ზღვაში ქარიშხლის, უმთვარო ღამის და მშვიდი კაცის რისხვის - პატრიკ როტფუსი

https://www.goodreads.com/quotes/tag/wisdom


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა