ჩვენი ქვეყნის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს - სერბეთის პრეზიდენტი
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს.
„ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ გარკვეული საქონლის რეექსპორტის შემთხვევებზე და ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა დააკავეს ადამიანები კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში", - განაცხადა ვუჩიჩმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.