თეგებით ძიება
03. 12. 2022 მსოფლიო

საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს არის, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ნედ პრაისი

შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ორიენტირებული ვართ რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათი ქმედებებისთვის, უკრაინის მხარდაჭერაზე, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსული აგრესიისგან და პრეზიდენტ პუტინის ომის შედეგების შერბილებაზე დანარჩენ მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა