თეგებით ძიება
03. 12. 2022 მსოფლიო

ევროპა ახლა საკმარისად ძლიერი არ არის - ფინეთის პრემიერ-მინისტრი

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად წინ აღუდგეს რუსეთის შეჭრას.

„ევროპა ახლა საკმარისად ძლიერი არ არის. აშშ-ის გარეშე გაგვიჭირდებოდა. შეერთებულმა შტატებმა ბევრი იარაღი, ფინანსური დახმარება გასცა, ბევრი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და ევროპა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ძლიერი.

დიდი ხნის განმავლობაში, ევროპა აყალიბებდა სტრატეგიას რუსეთისთვის – ენერგეტიკის შეძენა რუსეთიდან და ამ ეკონომიკური კავშირების დაახლოება. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ომს თავიდან აგვარიდებდა“, – აღნიშნა სანა მარინმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა