თეგებით ძიება
04. 12. 2022 მსოფლიო

ბელარუსს და რუსეთს ომი არ სურს - ალექსანდრე ლუკაშენკო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შესახვედრად მინსკში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და ბელარუსული სახელმწიფო მედიები ავრცელებენ.

"ჩვენ აქ ჩრდილში არ ვიმალებით. ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, თუ სად ვიდექით.

არც თქვენ [რუსეთს] და არც ჩვენ არ გვსურდა და გვსურს ეს ომი.
ყოფილმა პრეზიდენტმა, პიოტრ პოროშენკომ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, ალბათ ნახეთ, თუ რისთვის სჭირდებოდა მინსკის შეთანხმება, 2014 წლის მოლაპარაკებები და ა.შ. თურმე ომისთვის ემზადებოდა - და მაინც ჩვენ გვაბრალებენ...

გამოდის, ისინი ომისთვის ემზადებოდნენ და დღეს ამ შედეგებს იმკიან", - განაცხადა ლუკაშენკომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა