თეგებით ძიება
04. 12. 2022 მსოფლიო

ირანი ამბობს, რომ ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს განიხილავს

საპროტესტო აქციების ფონზე, ირანი აცხადებს, რომ განიხილავს ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი გადახედავენ ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს.

ირანის გენერალური პროკურორი, რომელიც ცდილობს ჩაცმის კოდექსთან დაკავშირებული ორთვიანი პროტესტის ჩახშობას, ამბობს, რომ პარლამენტი და სასამართლო სისტემა ამ საკითხს განიხილავს.

ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა