თეგებით ძიება
04. 12. 2022 მსოფლიო

ირანის ხელისუფლებამ "მორალის პოლიცია" გააუქმა

საპროტესტო აქციების შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ "მორალის პოლიცია" გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში გავრცელდა.

„მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან და გაუქმდა", - თქვა გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა საინფორმაციო სააგენტო ISNA- თან.

ირანში „მორალის პოლიცია“ შეიქმნა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის დროს, რათა ქალებში გაევრცელებინა „მოკრძალებისა და ჰიჯაბის ტარების კულტურა“.

ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა