თეგებით ძიება
04. 12. 2022 მსოფლიო

პელე განცხადებას ავრცელებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე, რომელიც სან-პაოლოს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„მეგობრებო, მინდა ყველანი დაგამშვიდოთ. ძლიერად ვარ, ძალიან იმედიანად და როგორც ყოველთვის, მივყვები მკურნალობას. მინდა მადლობა ვუთხრა მედპერსონალს მზრუნველობისთვის. ღმერთის მწამს და სიყვარულის თითოეული გზავნილი, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ვიღებ ენერგიით მავსებს. ისევე როგორც ბრაზილიის თამაშის ყურება მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს პელე.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი პალიატიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა