თეგებით ძიება
04. 12. 2022 მსოფლიო

„გავანათოთ კიევი“ - ანდრეი შევჩენკომ მსოფლიოს ჩაბნელებული სტადიონიდან მიმართა

უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ მსოფლიოს ჩაბნელებული ოლიმპიური სტადიონიდან მიმართა.

შევჩენკო ვიდეომიმართვაში საზოგადოებას უკრაინის საავადმყოფოებისთვის გენერატორების შესაძენად თანხების მოზიდვაში დახმარებას სთხოვს.

„ჩემს ცხოვრებაში ასობით სტადიონზე ვითამაშე და გავიტანე გოლი მთელ მსოფლიოში. მაგრამ მხოლოდ აქ, განათებულ ოლიმპიისკის სტადიონზე, ჩემს მშობლიურ კიევში, განვიცადე ნამდვილი ბედნიერება. ერთ დღეს სინათლე აქ დაბრუნდება. მაგრამ დღეს ჩვენ უნდა გავანათოთ იგი. სადაც ყველაზე მეტად საჭიროა", - ამბობს შევჩენკო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა