თეგებით ძიება
05. 12. 2022 მსოფლიო

საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, ჩაერთოს ამ ომში - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, ჩაერთოს ამ ომში.

"არის რთული პერიოდი, ჩვენთვის, პოლონეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. რუსეთმა აჩვენა თავისი სახე. 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ. ამ 10 თვის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს ქვეყნის და თავისუფლების დაცვა. საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მომავალი არის ერთი.

ყველამ ვიცით, საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, ჩაერთოს ამ ომში, ეს არც იქნებოდა სწორი. ჩვენ დავკარგეთ 33 მებრძოლი ქართველი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავო. ეს ბრძოლა არის ისტორიული ბრძოლა. დრო მოვა, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება. რუსეთი ან უნდა გადარჩეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს თავის საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე შეიჭრას“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა