თეგებით ძიება
06. 12. 2022 News-ები

შენი გონება შენ გეკუთვნის, ნუ მისცემ უფლებას, რომ ის სხვამ გააკონტროლოს - რეკომენდაციები

შენი გონება შენ გეკუთვნის, ნუ მისცემ უფლებას, რომ ის სხვამ გააკონტროლოს. წარმატება მაგიური ხრიკებით არ მიიღწევა. შენი გონებით შეგიძლია გადაწყვიტო, რომ შეცვალო შენი ცხოვრება და არა სხვათა აზრების გათვალისწინებით. ეს შესრულდება უაღრესად დიდი ენერგიის ფასად. წარსულში უკვე ნასწავლი გაკვეთილების შემდეგ წინ დიდი ცხოვრება გელოდება. ნუ დააიგნორებ იმ საჩუქარს, რომელიც ცხოვრებისგან მოგეცა.

როგორც კი ცხოვრებისეული „ქარიშხალი“ დასრულდება, აღარ გაიხსენებთ, როგორ გადალახეთ ის, როგორ მოახერხეთ თავის გადარჩენა. მხოლოდ ერთი რამ კი ცხადია - როცა „ქარიშხალს“ გადაურჩები, აღარ იქნები იგივე ადამიანი, ვისაც თავს ეს „სტიქია“ დაატყდა - ჰარუკი მურაკამი;

ნუ დაიძაბებით თქვენს გონებაში შემოსული შიშებით; იხელმძღვანელეთ თქვენს გულში არსებული ოცნებებით - როი ბენეტი;

გახდი სხვისი გაღიმებისა და სიყვარულის მიზეზი და დააჯერე ადამიანები, რომ სიკეთე არსებობს - როი ბენეტი;

ზოგჯერ უნდა დაკარგოთ ყველაფერი, რაც გაქვთ, რათა გაიგოთ ვინ ხართ სინამდვილეში - როი ბენეტი;

მხოლოდ დაღუპულებს უნახავთ ომის დასასრული - პლატონი;

ზოგჯერ ადამიანები ლამაზები არიან... გარეგნულად არა. არც იმაში, რასაც ამბობენ... მხოლოდ იმაში, როგორიც ისინი სინამდვილეში არიან - მარკუს ზუსაკი;

ტანჯვის ლაბირინთიდან ერთადერთი გამოსავალი პატიებაა - ჯონ გრინი;

როცა ვიღაცას უყვარხარ, მათ საუბარს განსხვავებულად იგებ - თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობ - ჯეს სკოტი;

მხოლოდ მოაზროვნე, ერთგული მოქალაქეების მცირე ჯგუფს შეუძლია შეცვალოს სამყარო - მარგარეტ მიდი;

ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც უარს ამბობს იყოს ის, რაც არის - ალბერ კამიუ.

https://www.goodreads.com/quotes/tag/inspirationalMy Webpage


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა