თეგებით ძიება
06. 12. 2022 News-ები

ქართველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, 2 კი დაიჭრა - ბრუკლინში მომხდარ შემზარავ შემთხვევაზე, ახალი დეტალები ვრცელდება

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში, ბრუკლინში ქართველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა.

დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად თანხა სახელდება.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულ 2 ქართველ მამაკაცს საქართველოს სამი მოქალაქე აედევნა და ფულის წართმევა სცადა.

თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები ცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა