თეგებით ძიება
06. 12. 2022 მსოფლიო

რუსეთმა ომში 92 200 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი ახალ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 92 200 ; ტანკი - 2 929 ; ჯავშანტექნიკა - 5 905; საარტილერიო სისტემა - 1 915; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 2 211; თვითმფრინავები - 281; ვერტმფრენი - 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 587; საკრუიზო რაკეტები - 592.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა