თეგებით ძიება
06. 12. 2022 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო ახალ მონაცემებს ავრცელებს

24 თებერვლიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ მონაცემებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

"დაჭრილია 10 479 მშვიდობიანი მოქალაქე. მოკლულთა შორის 424 ბავშვია. გაეროს მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში, უკრაინაში 162 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა