თეგებით ძიება
06. 12. 2022 მსოფლიო

დიდება შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ თქვენით ვამაყობთ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯარისკაცებს ემოციურად მიმართა

დიდება შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას, - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პროფესიულ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ულოცავს.

"ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავს ჩვენს სამშობლოს და ეს იძლევა ძლიერ მოტივაციას. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს ყოველთვის ზრდის ნებისმიერ ძალას. ისინი იცავენ სიმართლეს და, შესაბამისად, უკრაინის მომავალს. ჩვენ ვამაყობთ, აღფრთოვანებული ვართ, მადლობა თითოეულს! დიდი პატივისცემით, უკრაინის პრეზიდენტი. დიდება შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას!" წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა