უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა.
პრეზიდენტი დონბასში უკრაინელ სამხედროებს შეხვდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „უკრაინის გზა დამოუკიდებლობისკენ თავისუფალ დონეცკზე, ლუგანსკზე და რა თქმა უნდა, ყირიმზე გადის“.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდეგი დღესასწაული მშვიდობიანი ცის ქვეშ აღინიშნება კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე.