თეგებით ძიება

„რომელი თქვენთაგანის შვილი მსახურობს არმიაში? რომელი იხდის ვალს ქვეყნის წინაშე?“ - ბადრი შელია საქართველოს მთავრობას

„მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელი, ყოფილი სამხედრო, ბადრი შეალია უკრაინაში მებრძოლი ქართველების შესახებ პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს საქართველოს თანამდებობისთვის შეუფერებელი მთავრობის ხელმძღვანელი ჰყავს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას თანამდებობისთვის შეუფერებელი მთავრობის ხელმძღვანელი ჰყავს.
დაღუპულ ჯარისკაცს პირველ რიგში ის არ ტოვებს, ვინც მის მხარდამხარ იბრძვის ბრძოლის ველზე, თუ ამის მცირეოდენი შანსი მაინც არსებობს.
პრემიერმა, არა მესამე პრეზიდენტს და მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, არამედ სწორედ მათ მიაყენა შეურაცხოფა, ვინც 2008-ში იბრძოდა და ვერ შეძლო დაღუპული თანამებრძოლის გამოყვანა.
ომში ხშირად ხდება ეს.
ამიტომაც ატარებენ ჯარისკაცები კისერზე ჩამოკიდებულ 2 საიდენტიფიკაციო ე.წ. ჟეტონს. დაღუპვის შემთხვევაში, თუ მისი გამოყვანა ვერ ხერხდება ერთი ჟეტონი რჩება დაღუპულთან, მეორე კი გამოაქვს ცოცხლად გადარჩენილ ჯარისკაცს, რომ შემდგომში ამ ჟეტონების ერთმანეთთან შედარებით მოხდეს დაღუპულის იდენტიფიკაცია.
შესაბამისად ეს წინასწარ გათვალისწინებული მოვლენაა, რომელიც თან ახლავს ომს სამწუხაროდ.
მხოლოდ სულელი თუ უბიძგებს ვინმეს დაღუპულის გამოსაყვანად გარდაუვალ სიკვდილზე წასვლას და სწორედ ეს პათოსი გასდევდა პრემიერის ცინიზმს.
შევახსენებ მას, რომ არცერთ ქვეყანას არ მოუგია ომი იმით, რომ მისი ჯარისკაცები შაეკვდა მტერს, მტერი აქეთ უნდა შემოგაკვდეს თუ გინდა რომ ბრძოლა მოიგო...
ასეთია ომის კანონი, რომელიც თქვენთვის ,,ბალზე ტყემალია“...
რომელი ერთი თქვენთაგანის შვილი მსახურობს დღემდე არმიაში, რომელი იხდის ვალს ქვეყნის წინაშე?
ერთადართი მინისტრი ვისი შვილიც რიგით ჯარისკაცად მსახურობდა ქართულ არიაში ალასანია იყო...
ისიც მოიკვეთეთ ბოლოს, რადგან მართლა სურდა ჯარისთვის ყურადღების მიქცევა.
პრემიერი ან მთავრსარდალი როდის იყავით ბოლოს რომელიმე სამხედრო ნაწილში?
როდის დაინტერესდით ბოლოს ჯარისკაცების რეალური მდგომარეობით?
დაღუპული სამხედროების ოჯახების მდგომარეობით?
დაჭრილ-დასახიჩრებული ბიჭების მდგომარეობით?
ვინ არის პასუხისმგებელი ერთ დიდი საყარაულო შენობებად რომ აქციეს სამხედრო ნაწილები? რომ ყალბდება ყველა მონაცემები? ჯარისკაცები რომ იძულებული არიან იტაქსაონ სამსახურის შემდეგ? ზოგიერთმა შუბლისძარღვ გაწყვეტილმა ჩინოვნიკმა რომ უკანონოდ 3-ჯერ მიიღო სამხედრო ბინა? ზოგს კი დღემდე რომ არ მიუღია მხოლოდ იმიტომ, რომ უკმაყოფილებას გამოთქვამს არმიაში დღეს არსებული ვითარებაზე?..
ამ ქვეყანაში არავის არ შერჩენია თავგასულობა და არც თქვენ იქნებით გამონაკლისი!
ყველა აუცილებლად აგებთ პასუხს!“ - წერს ბადრი შელია.

ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას თანამდებობისთვის შეუფერებელი მთავრობის ხელმძღვანელი ჰყავს.

დაღუპულ ჯარისკაცს...Posted by Badri Shelia on Tuesday, 6 December 2022


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა