თეგებით ძიება

სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეულია უშუალოდ ექიმების მიერ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეულია უშუალოდ ექიმების მიერ. ამის შესახებ ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც მდგომარეობას იმაში, რომ საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა დასკვნა, რომელიც არის საკმაოდ ტენდენციური. ვფიქრობ, ექიმი არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს, ის დაინტერესებული უნდა იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის რეალური შეფასებით, რათა საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს რეალური სურათი. როცა მომზადდა დასკვნა, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს დასკვნა იქნებოდა კონფიდენციალური, თუმცა ამონარიდები სასწაულებრივი გზებით მაინც მოხვდა პოლიტიკოსების ხელში. ისინი ჯიუტად საუბრობენ სხვადასხვა დიაგნოზზე, მათი მკურნალობის მეთოდზე და სურთ, შექმნან სურათი, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ექიმის განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეულია უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, და არა მხოლოდ გათავისუფლებით, მაშინ რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან, ეს ყველაფერი აუხსნელია. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ისევ მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა