თეგებით ძიება

რესტორანი ნაქირავები ჰქონდათ რუსებს, რემონტს აკეთებდნენ - ბათუმის მასშტაბურ ხანძარზე ახალი დეტალები ვრცელდება

ბათუმში, რესტორანში, რომელიც მაღალსართულიანი შენობის ბოლო ორ სართულს იკავებს, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

როგორც ცნობილია, რესტორნის მფლობელი, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, არის "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ხვიჩა შარაშიძეა.

"დაკეტილია რესტორანი, უბრალოდ, რემონტს აკეთებდნენ, ნაქირავები ჰქონდათ რუსები არიან. იქ იყვენენ ადგილზე ხანძარი რომ გაჩნდა, როგორც ჩვენ ვიცით. გამოძიება მიდის და დაადგენს[რამ გამოიწვია] არავინ დაშავებულა, მხოლოდ რესტორანი დაიწვა" ,- განაცხადა შარაშიძემ "მთავარ არხთან".

შეგახსენებთ, რომ ხანძარი დაახლოებით, ღამის 12 საათზე გაჩნდა და რესტორანი 3 საათის განმავლობაში იწვოდა. 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ადგილზე მთელი ღამის განავლობაში მუშაობდა. რესტორნის ტერიტორია მტლიანად დაიწვა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა