თეგებით ძიება

"ტორტის ფულს რომ მშობელი ვერ დადებს და იმ ბავშვს ტორტს არ აჭმევ... მეზიზღება ყველა ის ადამინი, ვისაც სხვისი გაჭირვება საკუთარ გაჭირვებამდე არ დაყავს" - რა მოხდა სკოლაში?

ადვოკატი, მერი ცინარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ინციდენტს აცნობს საზოგადოებას.

"ემოციურად დატვირთული საღამო. ტორტის ფულს რომ მშობელი ვერ დადებს და იმ ბავშვს ტორტს არ აჭმევ იმის გამო, რომ დედას ფული არ დაუდია, თან მიახლი პირში , ამაზე დიდი დაკნინება არაფერია. როდიდან დავკარგეთ ადამიანობა ხალხნო, როდიდან. ღვთისშიშიც დავკარგეთ, მოყვასის სიყვარულიც და საკუთარი თავიც. მეზიზღება ყველა ის ადამინი, ვისაც სხვისი გაჭირვება საკუთარ გაჭირვებამდე არ დაყავს, ვისაც სხვისი შიმშილი, საკუთარ შიმშილამდე არ დაყავს, ვისაც სხვისი ტკივილი არ სტკივა და არასდროს შეუძლია წარმოიდგინოს ეს საკუთარ თავზე. მე იმ ბავშვის ადგილას ვგრძნობ თავს. ყველანი ვართ ამაში დამნაშავეები. სკოლასაც რომ არა ანაღვლებს ეს მდგომარეობა", - წერს ცინარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა