თეგებით ძიება

ქრისტიანობას არანაირ კეთილდღეობაზე არ დავთმობთ - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, სტეფანე აცხადებს, რომ საქართველო ქრისტიანობას არანაირ კეთილდღეობაზე არ გაცვლის.

„ჩვენ თავში ჩასარტყმელი არ ვართ, ვისაც რა მოეპრიანება თავში ჩაგვარტყას, ეგრე არ არის. ჩვენ ქრისტიანობას არანაირ კეთილდღეობაზე არ დავთმობთ, არანაირი კანდიდატობა და რაღაცები... ეს სატყუარები თავის თავს უკეთონ. ჩვენ მაგაზე არ მივდივართ. თუ ჩვენთან უნდა კეთილად თანაცხოვრება, მაშინ ისეთი რამეებით, რომ არ დაგვაყენონ სულიერი დეგრადაციის გზაზე. თუ ამ მიმართულებაზე უნდა წავიდეთ, ჯობს უარი ვთქვათ. ომი და მაიმუნობა, მეტი არაფერი მანდედან არ მოდის. თუ ღირებულებებს არ გიფასებენ, ვერავისთან იქნები კარგად - არანაირი კავშირი, არც საბჭოთა კავშირი, არც ევროკავშირი, არ ღირს. თუ მაწყობს იმ კავშირში, მაშინ ვარ იქ“, - განაცხადა ქადაგებისას მეუფე სტეფანემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა