თეგებით ძიება

"ცხარე ცრემლებით დაგტირიან ათენის ემიგრანტები " - ვინ არის ქალი, რომელიც საბერძნეთში გარდაიცვალა?

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალი, 44 წლის მაკა კაკაბაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას "ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

"გლოვობს ჩემი სამტრედია. გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, 44 წლის მაკა კაკაბაძე.  ის რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილი იპოვეს. 

მოიხსენიეთ ახლადშესვენებული მაკა.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...  

გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს.

სიცოცხლე მინდა....

თითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია....ნათელი დაუმკვიდროს უფალმა......საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა.....

7-წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე. ცხარე ცრემლებით დაგტირიან ათენის ემიგრანტები, ყველას  ასე როგორ შეაყვარე თავი, ჩვენო თბილო და სიცოცხლით სავსე მაკუნა?... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენ გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი  და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა, სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. "

"შოთო სიხარულიძე ქართველი" ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ: ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული სამტრედიის მიწა.

უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… 

“ახლაც ის დროა, როცა ქართველი, გულით ნატრობდა, სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”, - წერს სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა