თეგებით ძიება

"რა არის, რამხელა ბაყვები გაქვს..." - რეპლიკის გამო ტაქსის მძღოლი დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია ტაქსის მძღოლის რეპლიკა ქუჩაში მდგარი ქალის გარეგნობაზე.

სასამართლო ამ საქმეზე განიხილავდა სოფო გოგსაძის საჩივარს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ითხოვდა იმ ტაქსის მძღოლის ცნობას, რომელმაც 2 ივნისს ბარნოვის ქუჩაზე მის სიახლოვეს მოძრაობა შეანელა და უთხრა, “რა არის, რამხელა ბაყვები გაქვსო”…

როგორც სოფო გოგსაძე “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, მძღოლი შუა ხნის კაცი იყო და სასამართლო პროცესზე ამ ფაქტის უარყოფას შეეცადა. მან პროცესზე თქვა, რომ ამ დღეს, დილის საათებში, მოძრაობა გადატვირთულია, ბარნოვის ქუჩაზე საცობებია და მოძრაობის შენელებას ვერ შეძლებდა.

"მანქანის ნომრის ჩაწერა მოვასწარი და მეგობრის რჩევით განვაცხადე პოლიციაში.

ამ დროის განმავლობაში იყო რამოდენიმეჯერ მისვლა პოლიციაში, ოქმების შედგენა და ასე შემდეგ. ამ კვირის დასაწყისში დამირეკეს, რომ სასამართლო ჩაინიშნაო დღეს, 29 ივნისს.

გამოვცხადდი მეც და ისიც. ჩვენების მიცემისას მკითხეს ყველაფერი, თუ მახსოვდა რა ეცვა მძღოლს, რა მეცვა მე და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე კაბა მეცვა, რაც იმ დღეს და ეს ვახსენე კიდევაც. როცა მოვრჩი და კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა ბატონს, იცით რა ქნა? "მანახე ერთი, რა კაბა გაცვიაო", წამოდგა და კაბის ზომის და სიგრძის შემოწმება დამიწყო...... ამის განსჯა, ეს რას ნიშნავს, თქვენთვის მომინდია", - დაწერა სოფომ ფეისბუკზე.

სასამართლომ ტაქსის მძღოლი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის პრიმა პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს "საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს". 

აღნიშნული სამართალდარღვევა 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა