თეგებით ძიება

პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს (ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლის როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 10 პი­რის მი­მართ და­ი­წყო, და­კა­ვე­ბუ­ლია 8 პირი, ხოლო 2 პი­რის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა.

ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ 2020 წლის 19 ნო­ემ­ბერს საქ­მე­ზე - „შა­ვა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის, კერ­ძოდ - სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის რო­გორც პრო­ცე­დუ­რუ­ლი, ასე­ვე არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. სა­სა­მარ­თლოს შე­ფა­სე­ბით, იმ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მტკი­ცე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ როინ შა­ვა­ძის სიკ­ვდი­ლი, და­კა­ვე­ბი­სას მისი გაქ­ცე­ვის აღ­საკ­ვე­თად სა­ჭი­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გი იყო, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს.

ამ­დე­ნად სა­სა­მარ­თლომ როინ შა­ვა­ძის მი­მართ ლე­ტა­ლუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია არ გა­ი­ზი­ა­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს და­ე­კის­რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­ზე ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა, ხოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტი ახორ­ცი­ე­ლებ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2008 წლის 15 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი როინ შა­ვა­ძის ოპე­რა­ტი­უ­ლად შეს­წავ­ლის და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან თით­ქოს არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი უცხო ქვეყ­ნის „სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

მე­ო­რე დღეს­ვე, 16 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ორ თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე­ხუ­თე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ბა­ზა­ზე მი­ვი­და, სა­დაც როინ შა­ვა­ძე მსა­ხუ­რობ­და და ბრი­გა­დის მე­თა­ურს შო­რი­დან მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩვე­ნე­ბა მოს­თხო­ვა.

მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა როინ შა­ვა­ძის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, რამ­დენ­ჯერ­მე შე­ი­გი­ნა მისი მი­სა­მარ­თით და და­ი­მუქ­რა, რომ სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯი­და. იმა­ვე დღეს „კუდ“-ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­ში მყოფ როინ შა­ვა­ძეს თავს და­ესხნენ და ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

როინ შა­ვა­ძემ ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, სხე­უ­ლის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მათ შო­რის მარ­ცხე­ნა მხრის და ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ნეკ­ნე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, ასე­ვე არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა ნაჭ­დე­ვე­ბის და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბის სა­ხით. სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა თავ­დას­ხმის შე­დე­გად გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი როინ შა­ვა­ძე ერთ - ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მო­ა­თავ­სეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს.

მომ­ხდა­რის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე, ვი­ნა­ი­დან ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და დღის სა­ა­თებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას.ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შემ­დეგ, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, როინ შა­ვა­ძე მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით ქო­ბუ­ლე­თი-ქა­ქუ­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

ბა­თუ­მის გა­სას­ვლელ­თან მათ და­მა­ტე­ბით სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის სხვა წევ­რე­ბი შე­უ­ერ­თდნენ. ქო­ბუ­ლე­თის და გუ­რი­ის სა­ზღვარ­თან აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა გა­ა­ჩე­რეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი როინ შა­ვა­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს, და­ა­ყე­ნეს სა­ვა­ლი გზის გა­დას­წვრივ, ქარ­სა­ცა­ვი ხე­ე­ბის ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ და კა­ლაშ­ნი­კო­ვის სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლე­ბით მო­ახ­დი­ნეს მისი ლიკ­ვი­და­ცია.

სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, როინ შა­ვა­ძეს სხე­ულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 40 ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. გარ­და ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი­სა, გარ­დაც­ვლილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც მას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მათ შო­რის: მარ­ცხე­ნა მხრის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, მარ­ცხე­ნა ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა; ცხვი­რის, თვალ­ბუ­დის და შუბ­ლის მი­და­მო­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ნაჭ­დე­ვე­ბის და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბის სა­ხით. ნი­კა­პის და კის­რის არე­ში ნას­კდო­მი ჭრი­ლო­ბე­ბი; ნეკ­ნე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა; მარ­ცხე­ნა მტევ­ნის მე-2 და მე-3 თი­თის ფა­ლან­გე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა.

გარ­და ამი­სა, როინ შა­ვა­ძეს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და მრგვა­ლი ფორ­მის თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვლე­ბი, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სხე­ულ­ზე ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად; ასე­ვე აღე­ნიშ­ნე­ბო­და მრგვა­ლი ფორ­მის თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ლუ­ლით სხე­ულ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად;როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ნიღ­ბად, კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ყალ­ბი ვერ­სია, კერ­ძოდ:უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფორ­მა­ლურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად, როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დგომ, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში შედ­გა ყალ­ბი და­კა­ვე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კის ოქმი, სა­დაც მი­ე­თი­თა, რომ თით­ქოს­და როინ შა­ვა­ძეს და­კა­ვე­ბი­სას აღ­მო­აჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლეს და რე­ა­ლუ­რად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და­კა­ვე­ბის ად­გილ­ზე თა­ვად და­კა­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა მი­ი­ტა­ნეს.ამა­ვე ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის ეტა­პი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო ქ. თბი­ლის­ში.

მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში, როინ შა­ვა­ძემ თით­ქოს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით მო­ი­თხო­ვა მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა, რის შემ­დგო­მაც მო­ა­ხერ­ხა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რის­თვის ია­რა­ღის წარ­თმე­ვა, გას­რო­ლა მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით და გაქ­ცე­ვა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მას სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.ყალ­ბი ვერ­სი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შექ­მნეს ისე­თი ვი­თა­რე­ბა, რომ როინ შა­ვა­ძეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რის მარ­თლზო­მი­ერ ლიკ­ვი­და­ცი­ას დამ­სგავ­სე­ბო­და.

კერ­ძოდ "მა­კა­რო­ვის“ ტი­პის პის­ტო­ლე­ტი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლეს მა­თი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აღ­ნიშ­ნუ­ლი პის­ტო­ლე­ტი როინ შა­ვა­ძის ცხე­დარ­თან ახ­ლოს მო­ა­თავ­სეს. ამის შემ­დგომ, სპეც­რაზ­მე­ლებ­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ყალ­ბი ვერ­სი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად, გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცეს ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი.ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­დას­ტურ­და, რომ თბი­ლი­სის­კენ მი­თი­თე­ბუ­ლი მარ­შრუ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლის ეტა­პი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ო­მა­რი კონ­ფლიქ­ტის გამო, 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს სა­მან­ქა­ნო მა­გის­ტრა­ლი გა­და­კე­ტი­ლი იყო, ამა­ვე ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის ეტა­პი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო ქ. თბი­ლის­ში, რისი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობ­და და ვი­თომ­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის პი­რა­დი და­ვა­ლე­ბით გა­დაჰ­ყავ­დათ, რაც ადას­ტუ­რებს, რომ როინ შა­ვა­ძის და­კა­ვე­ბის ად­გი­ლი­დან ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მი­ზანს თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა არ წარ­მო­ად­გენ­და.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზით და­დას­ტურ­და, რომ ცე­მის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის, კერ­ძოდ მარ­ცხე­ნა მხრის და ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბის ფონ­ზე, როინ შა­ვა­ძის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბის­თვის ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, მათ შო­რის სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბა ან/და გაქ­ცე­ვა.ამ­დე­ნად უტყუ­ა­რად გა­ბა­თილ­და ყალ­ბი ვერ­სია, თით­ქოს როინ შა­ვა­ძის ლიკ­ვი­და­ცია მისი გაქ­ცე­ვის აღ­საკ­ვე­თად გან­ხორ­ცი­ელ­და.

ამას­თა­ნა­ვე, დად­გინ­და, რომ როინ შა­ვა­ძის სხვა ქვეყ­ნის „სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“ შე­საძ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე არც იმ­ჟა­მად და არც შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში გა­მო­ძი­ე­ბაც კი არ და­წყე­ბუ­ლა და როინ შა­ვა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მხო­ლოდ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 260-ე მუხ­ლით და­ი­წყეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეჭვი არც მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­დას­ტურ­და.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ როინ შა­ვა­ძე მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის წო­დე­ბით.

2005-2006 წლებ­ში მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ერა­ყის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი ჯა­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რა დრო­საც სა­მა­გა­ლი­თო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის და­ჯილ­დოვ­და მედ­ლით. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით, 2007 წელს როინ შა­ვა­ძეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის პირ­ნათ­ლად შეს­რუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ე­ცხა­და მად­ლო­ბა.

როინ შა­ვა­ძეს ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში.ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), სსკ-ის 147-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია) და სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით ან ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით) და­ი­წყო. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), სსკ-ის 147-ე (გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა) და სსკ-ის 333-ე (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა) მუხ­ლე­ბით. ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა